სასწავლო წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუმარტოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ,
როგორი
ქცევაა
მათთვის
შესაფერისი.
ქცევის
წესების
შემუშავება
ძალიან
მნიშვნელოვანი
საკითხია,
ამიტომ
მასწავლებელი
ამ
პროცედურას
განსაკუთრებული
ყურადღებით
უნდა
მოეკიდოს.
არსებობს
რამდენიმე
რჩევა,
რომელთა
გათვალისწინება
ქცევის
წესებს
გაცილებით
უფრო
ეფექტურს
გახდის.
ქცევის წესების შემუშავება სასწავლო წლის პირველივე კვირას უნდა მოვახერხოთ. გთავაზობთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი ჯგუფური მუშაობით.
I ეტაპი – საკლასო დისკუსია
პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში
მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.

მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი;
გავარკვიოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე;
გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების
უგულებელყოფამ
არასასურველი
შედეგი
გამოიღო.
მოსწავლეებს ვახსენებთ, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე,
ასევე
შესვენების
დროს
დერეფანში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, "არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე" – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – "გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე".

No comments:
Post a Comment